შემოსავლების სამსახურისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლების მინიჭების შესახებ კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტით, შემოსავლების სამსახური წამახალისებელ გათამაშებას სალარო აპარატების ქვითრების მეშვეობით მოაწყობს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, მთავრობამ გადაწყვიტა წაახალისოს მოქალაქეების მიერ ქვითრის მოთხოვნა და ლატარია გაათამაშოს.
გათამაშება ქვითრის ნომრების მიხედვით მოხდება. გათამაშების პერიოდულობას კი - მთავრობა დაადგენს.
მისივე თქმით, შეძენილი ნივთის ღირებულების მიუხედავად, გათამაშებაში ყველა ქვითარი მიიღებს მონაწილეობას. ყველა მყიდველი მოგების პოტენციური კანდიდატი იქნება.
