ივანიშვილი დიპლომატებთან შეხვედრაზე დაინტერესდა, რატომ არ რეაგირებენ ისინი ხელისუფლების მიერ ძალადობაზე
ივანიშვილი დიპლომატებთან შეხვედრაზე დაინტერესდა, რატომ არ რეაგირებენ ისინი ხელისუფლების მიერ ძალადობაზე
13:47 21.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაინტერესდა, რატომ არ ახდენენ ისინი რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე.

ამის შესახებ ივანიშვილმა დიპკორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ელჩებთან გვქონდა საუბარი იმ უკანონობებზე, რაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. დავინტერესდი, რას ელოდებიან და რატომ არაფერს აკეთებენ აღნიშნულთან დაკავშირებით“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

მისივე თქმით, მან დიპლომატებს ბოლო პერიოდში მომხდარი ყველა უკანონობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთან, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ძალადობისა და „უბადრუკი ქმედებებისა“, ის არჩევნებში გაიმარჯვებს, რისი მოლოდინიც, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.

ბეჭდვა