„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკო ხაჩირაშვილი გლდანში, ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრ „მედ-კაპიტალს“ ესტუმრნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მათ კლინიკის პერსონალს სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა გააცნეს.
გიგი უგულავა კლინიკაში დაზღვეულ პაციენტთა რაოდენობითა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, დაწესებულების მიერ მოქალაქეებისთვის დროული მომსახურების გაწევის მზაობის საკითხით დაინტერესდა.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, გიგი უგულავა და ნიკო ხაჩირაშვილი გლდანის მე-8 მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდნენ.
უგულავამ ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და ნიკო ხაჩირაშვილს საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა.
დაზღვევის ახალი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და ის პენსიონერების, სტუდენტებისა და 5 წლის ასაკის ჩათვლით, ბავშვთა დაზღვევას ითვალისწინებს.
