საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში დღესაც გრძელდება
საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში დღესაც გრძელდება
11:00 06.09.2019
საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გრძელდება.

მინისტრობის კანდიდატებს დღეს ფრაქციული ფორმატით მოუსმენენ.

ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია დღეს კანდიდატებისთვის კითხვების დასმას აპირებს.

პლენარულ სხდომათა დარბაზში, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება.

ხოლო მოგვიანებით, 16:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო − რეგიონების“ სხდომა.
ბეჭდვა