დავით ბაქრაძე რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება
დავით ბაქრაძე რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება
10:27 02.03.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელორუსიის, უკრაინის და თურქეთის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე იმ პირებთან გაიმართება, რომლებმაც ბერლინში, ბოშის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა გაიარეს.
პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ფონდისა და მისი ორგანიზატორების გადაწყვიტილებით, სასწავლო კურსები საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე რეფორმატორ ქვეყანში, ჩატარდება.
აღნიშნული იდეის ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილი ევროკომისარი გიუნტერ ფერჰოიგენია. ბოშის ფონდის წარმომადგენლები პარლამენტის გარდა შეხვედრებს სამინისტროებშიც გამართავენ.


ბეჭდვა