„აფბა“ პლასტიკურ ბარათებზე დაწესებულ კონტროლზე საუბრობს
„აფბა“ პლასტიკურ ბარათებზე დაწესებულ კონტროლზე საუბრობს
09:38 21.08.2012
„საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ დღეს ბრიფინგს გამართავს, რომელზეც პლასტიკურ ბარათებზე დაწესებულ კონტროლზე ისაუბრებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ გაცემულ პლასტიკურ ბარათებზე ტოტალური კონტროლი დააწესა, რომლის საშუალებით, მას საქართველოს და უცხოეთის ნებისმიერი მოქალაქის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის შემოწმება შეუძლია.

„აფბა“ მიიჩნევს, რომ ამით უხეშად ირღვევა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების - Visa-ს და Mastercard-ის მონაწილეთა უფლებები, კონკრეტულად, მათი უფლება კონფიდენციალობის შესახებ.

„ამით ილახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საფრთხე ექმნება ქართული საბანკო სისტემის სანდოობას“ - აცხადებს ორგანიზაცია.

„აფბა“ მიმართავს საქართველოს ბანკების ასოციაციას, კომერციულ ბანკებს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობებს საქართველოში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

ბეჭდვა