ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი და წინასაარჩევნო დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დღესაც გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ოპიზიციისა და უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან იგეგმება.
დელეგაცია ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდება, რის შემდეგაც ეუთოს წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების” ოფისში გამართავენ შეხვედრას.
დღესვე, დაგეგმილია რიკარდო მილიორის შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორთან ანდრეა კირბსთან და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში ელჩების სამუშაო ჯგუფთან.
დღის მეორე ნახევარში, ეუთოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტი ,,რესპუბლიკური პარტიის” და საქართველოს უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდება.
ეუთო-ს დელეგაცია თბილისში 19 აგვისტოს ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ნერმინ ნისიჩს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენებს, ასევე, ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს.
