პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის
გამოცხადების პროცესს დღესაც აგრძელებს.
ამ წუთებში პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა იწყება, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.
ასევე დღეს იგეგმება ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა. სხდომაზე მოუსმენენ: ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს.
გუშინ პარლამენტში უკვე მოუსმინეს დავით ზალკალიანს, მიხეილ ბატიაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს.
