„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს
09:30 21.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

როგორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს, ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

მეოთხე შუალედური ანგარიში 2012 წლის 3 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, რომელშიც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის, ზეწოლის, პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და სხვა ფაქტებია შესული.

ანგარიში ასევე, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეთათვს მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ბეჭდვა