ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს
ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს
10:15 02.09.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.

გადაწყვეტილება ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული გადაწტვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა გეგიძის შეხედულებები და პოზიციები მმართველი უმრავლესობის პოზიციებს არ ემთხვევა.

ვოლსკის განცხადებითვე, გეგიძის მხრიდან აგრეთვე ადგილი ჰქონდა შეუთანხმებელ განცხადებებსაც.

ბეჭდვა