„ქართულ ოცნებას“ ცესკო-მ ნომრად 41 მიანიჭა, 7 ნომრის ჩამორთმევას კი, კოალიცია გაასაჩივრებს
„ქართულ ოცნებას“ ცესკო-მ ნომრად 41 მიანიჭა, 7 ნომრის ჩამორთმევას კი, კოალიცია გაასაჩივრებს
18:56 20.08.2012
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ ცესკომ საარჩევნოდ ნომერი 41 მიანიჭა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განუცხადა.

მისი თქმით, ცესკო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა კოალიციას ნომერი 7-ის აღების უფლება არ მისცა, „ქართული ოცნების მხრიდან, ეს გადაწყვეტილება დადგენილ ვადებში გასაჩივრდება.

„ცესკო-მ ჩვენი საარჩევნო ნომერი 7 წაგვართვა და მოგვანიჭა ნომერი 41. ეს სამარცხვინო ქმედებაა მათი მხრიდან, რომელსაც გავასაჩივრებთ და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებთ, ვინაიდან, ეს ხელისუფლების მხრიდან გაწეული პოლიტიკური წინააღმდეგობაა“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ძიძიგურმა.

ბეჭდვა