ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოს" დატოვებაზე: თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, პრესას აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ
ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოს" დატოვებაზე: თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, პრესას აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ
17:23 31.08.2019
გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარიამ შესაძლოა "ევროპული საქართველო" დატოვოს.

დეპუტატი ინფორმაციის არც ადასტურებს და არც უარყოფს.

მისი თქმით, თუ იგი გადაწყვეტილებას მიიღებს, პრესას აუცილებლად შეატყობინებს.

"ახლა რუსთაველზე ვარ. თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, ვეტყვი პრესას აუცილებლად", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დეპუტატი ამ დროისათვის მოძრაობა ,,სირცხვილიას" ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

ბეჭდვა