თამარ ხულორდავა: ხელისუფლების პოზიცია ფრთხილი, მაგრამ პრინციპულია
თამარ ხულორდავა: ხელისუფლების პოზიცია ფრთხილი, მაგრამ პრინციპულია
17:15 31.08.2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, თამარ ხულორდავა სოფელ ჩორჩანასთან არსებულ

ვითარებას ეხმიანება და მედიასთან კომენტარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოზიცია ფრთხილი, მაგრამ პრინციპულია.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაცია მეტად არ დაიძაბოს.

"ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალში, რომ სიტუაცის, რომლიც არის ფეთქებადი, ძალიან საფრთხილო, კიდევ უფრო გართულება, დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა არ მოხდეს, ამისათვის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს.

გვაქვს პროცესის ნორმალური მიმდინარეობა, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდება", - აცხადებს თამარ ხულორდავა.



 

ბეჭდვა