კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა უახლოეს დღეებში დასრულება
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა უახლოეს დღეებში დასრულება
18:50 20.08.2012
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა უახლოეს დღეებში დასრულება.

ამის შესახებ კახეთში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესწრებოდნენ.

პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემისა და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობით დაინტერესდა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, დაზარალებული 18 ათასი მოსახლიდან, 14 ათასმა კომპენსაცია უკვე მიიღო, დანარჩენები კი, უახლოეს დღეებში აიღებენ.

რაც შეეხება დაზიანებულ კორპუსებსა და კერძო საცხოვრებელ სახლებს, კახეთის გუბერნატორის განმარტებით, სახურავების გადახურვა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, 200-მდე სახლის შეკეთება მიმდინარეობს.

დღესვე, პრეზიდენტმა ლაგოდეხისა და წნორის სამომავლო განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაგოდეხში სასოფლო-სამეურნეო ბაზის გაკეთებით რაიონი აზერბაიჯანთან ვაჭრობის ცენტრად იქცევა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით სავაჭო ცენტრის ფუნქციას შეიძენს წნორიც, რომელიც უახლოეს მომავალში რკინიგზით აზერბაიჯანს, კერძოდ ბელაქანს დაუკავშირდება.

ბეჭდვა