დავით ონოფრიშვილი კასპის რაიონის სოფლებს ეწვია
დავით ონოფრიშვილი კასპის რაიონის სოფლებს ეწვია
18:27 20.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების” კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი სოფელ მეტეხის, ქვემო გომის, ნიაბის, ბორთის და სადგურის  - „მეტეხი“ დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ონოფრიშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, რითაც სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება იგეგმება.

ონოფრიშვილის თქმით, ხელისუფლება სახიფათო თამაშს ეწევა და სოციალურ დახმარებას პოლიტიკური ნიშნით ახორციელებს, მათ კი - ვინც ოპოზიციაშია, სოციალურ დახმარებას უხსნიან.

მისივე თქმით, დაგროვილია წლების განმავლობაში მოუგვარებელი უამრავი სხვადასხვა სახის პრობლემა.


ბეჭდვა