ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე „მე-9 არხის“ დირექტორმა არხის პრობლემებზე ისაუბრა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე „მე-9 არხის“ დირექტორმა არხის პრობლემებზე ისაუბრა
18:24 20.08.2012
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ პრობლემებთან დაკავშირებით და წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს შესახებ ისაუბრეს დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა და „მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.

როგორც იტალიის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ ბექაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დელაგაციის წევრებს აინტერესებდათ წინასაარჩევნო გარემოსა და მედია გარემოს შესახებ ინფორმაცია.

მისივე თქმით, ისინი უკვე ინფორმირებული იყვნენ იმ პრობლემების შესახებ, რასაც „მე-9 არხი“ ბოლო 5 თვის განმავლობაში აწყდება.

ამასთანავე, როგორც ბექაურმა აღნიშნა, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ, არის თუ არა ცვლილებები წინა წლებთან შედარებით, მედიისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.

ბეჭდვა