„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი ნუცუბიძის
პლატოზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
„რეალურად რა პრობლემებიც არსებობს კარგად ვიცით, ხალხი ხედავს რომ ქვეყანა ფეხზე დადგა და წინ მივდივართ. ძირითადი პრობლემები დასაქმება და ჯანდაცვის საკითხებია, რაც ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია“ - აღნიშნა კაბრელაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, დასაქმებასა და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა კონკრეტული ქმედებებით გადაიჭრას პრობლემები, რათა მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს.
