„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე
ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით უნდა ებრძოლა.
ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომელიც მასა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ეხებოდა.
„ოპოზიციის ერთიანი ფრონტი ვერ შედეგა და ეს უკვე წარსულის საკითხია. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ოპოზიციას ერთიანი ფრონტით ებრძოლა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანის მხრიდან ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია გაკეთდეს“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, მოსახლეობა არჩევნებზე უნდა მივიდეს, თავისი პოზიცია გამოხატოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეიცვალოს.
ამასთან, ბურჯანაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ერთმანეთს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.
ივანიშვლისა და ბურჯანაძის შეხვედრა გუშინ შედგა.
