დავით გამყრელიძემ ბოლნისში მაჟორიტარობის კანდიდატად კობა ტოგონიძე წარადგინა
დავით გამყრელიძემ ბოლნისში მაჟორიტარობის კანდიდატად კობა ტოგონიძე წარადგინა
17:13 20.08.2012
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს ბოლნისის მაჟორიტარ კანდიდატად კობა ტოგონიძე წარადგინა.

„მემარჯვენეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კობა ტოგონიძე 2004 წლიდან პარტიის წევრია და დიდი გამოცდილება გააჩნია როგორც პოლიტიკურ, ასევე, ადმინისტრაციულ საქმიანობაში.

„კარგად ვიცი რა პრობლემები აწუხებს ბოლნისის მოსახლეობას და ყველაფერს გავაკეთებ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბოლნისს სჭირდება დასაქმებული ხალხი, ყველა სოფელში თითო საწარმო უნდა მუშაობდეს“ -განაცხადა ტოგონიძემ.

ბეჭდვა