„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომრად პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად
პრემიერის ვანო მერაბიშვილის დასახელება მომგებიანია - მიიჩნევს ექსპერტი სოსო ცინცაძე.
როგორც ცინცაძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, ახლა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, მისთვის რისკზე წასვლა და გამოუცდელი კადრების შერჩევა გამართლებული არ იქნებოდა. ამის გათვალისწინებით კი, მისი თქმით, ორივე კანდიდატურა - დავით ბაქრაძეც და ვანო მერაბიშვილიც მომგებიანია.
„ამომრჩეველზე მმართველი პარტიის ორივე კანდიდატი დადებითად იმუშავებს, რადგან ბაქრაძეს საზოგადოება იცნობს, როგორც გაწონასწორებულ, დინჯ პოლიტიკოს, რომელსაც საპარლამენტო გამოცდილება აქვს“ - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ რაც შეეხება მერაბიშვილს, მან თავის პრემიერობა ძალიან ენერგიულად დაიწყო და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, კახეთში სტიქიის დროს დაზარალებული მისახლეობის დახმარების გამო, მას ბევრი ადამიანი ემადლიერება.
ამასთან, ცინცაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიუხედავად ძველი სახეებისა, კადრების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდაა და არა საპენსიო ასაკის, როგორც ეს კომუნისტურ პოლიტბიუროში იყო.
