„ქართული ოცნების“ ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან
„ქართული ოცნების“ ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან
16:31 20.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ზვიად ძიძიგური და ზურაბ ტყემალაძე, კოალიციის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს ხვდებიან და საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისთვის“ ნომერი 7-ის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს აცნობენ.

„ცესკო-მ გამოგვიცხადა, რომ ნომერი 7-ის მინიჭებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ამის გამო, ჩვენ იძულებული ვიყავით ასეთი ფორმატით მოგვეთხოვა არასამთავრობოებთან შეხვედრა, რადგან მიგვაჩნია, რომ ცესკო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“-განაცხადა ძიძიგურმა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები „NDI”, „IRI“, „საია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები ესწრებიან.

ცესკო-ს განცხადებით, იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი დაიტოვოს, ბლოკის წევრ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე“ - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ბეჭდვა