საია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრებს
საია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრებს
15:54 20.08.2012
არათანასწორი წინასაარჩევნო გარემო და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობა იქნება ის საკითხები, რაზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეუთოს  საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრისას გაამახვილებს ყურადღებას.

როგორც საია-ს ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისინი ისაუბრებენ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოიკვეთა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებაზე, თანასწორი საარჩევნო გარემოს კუთხით არსებულ პრობლემებზე, ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხებზე და სხვა.

როგორც მან აღნიშნა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე და აქედან გამომდინარე, საია ასეთ შეხვედრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.


ბეჭდვა