ეუთოს დელეგაცია წინასაარჩევნოდ ანგარიშების დაყადაღების საკითხით ინტერესდება
ეუთოს დელეგაცია წინასაარჩევნოდ ანგარიშების დაყადაღების საკითხით ინტერესდება
15:52 20.08.2012
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებს იტალიის საელჩოში შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საბანკო ანგარიშებისა და სატელიტური ანტენების დაყადაღების საკითხით.

ამასთან, მან დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პროგრამაზე გაწეული ხარჯებისა და must carry-ს რეგულაციების საკითხებზე.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია must carry-ს რეგულაციის დაწყება, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის მოქმედებდეს არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგაც“ - განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, მან დელაგაციას ასევე აცნობა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ, რასაც განსაკუთრებით რეგიონებში აქვს ადგილი.

ამ წუთებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

ბეჭდვა