„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, დებატებში
ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღოს მონაწილეობა.
ამის შესახებ გუგავამ დღეს „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვაღიარებთ ყველა ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცოდვას და მოვუწოდებთ ივანიშვილს, გამოვიდეს დაჯავშნული შუშის კოლბიდან. ასევე, მზად ვართ, დებატებში დავუპირისპირდეთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც“-განაცხადა გუგავამ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტულ პარტიას“, „ახალ მემარჯვენეებს“ და „ქრისტიან-დემოკრატებს“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პარტიები ამას საჯაროდ აღიარებენ, ის მათთან დებატებს დათანხმდება.
