"დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! გმირის, რომელმაც ისტორია შექმნა!
გმირის, რომელიც თვისუფლებისმოყვარე, ამაყი და გაუტეხელი ახალი საქართველოს სიმბოლოდ იქცა! " - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!
მინდა მივმართო გიორგის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ, თქვენი მამა გმირია!
გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თქვენმა თაობამ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს!
დიდება გმირებს!" - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს 35 წელი შეუსრულდებოდა.
ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და წამებით მოკლეს.
