ზაზა გაბუნია დევნილთა დასახლებებში მოსახლეობას შეხვდა
ზაზა გაბუნია დევნილთა დასახლებებში მოსახლეობას შეხვდა
13:21 17.08.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან, ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში- წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ის საკითხები მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ისაუბრეს ამ სოფლებში შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ბეჭდვა