მამუკა კაციტაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდა
მამუკა კაციტაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდა
13:04 20.08.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომისიის ცნობით, საუბარი კომისიაში მიმდინარე ამჟამინდელ სამუშაოებს, ასევე მეთოდს - „ამომრჩევლიდან სიამდე“ შეეხო.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში კომისიის ხელმძღვანელობასა და ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გასულ თვეშიც გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა კომისიის განვლილი ეტაპები კომისიის უფლებამოსილებები და კომპეტენციები იყო.

ეუთოს დელეგაცია დღესვე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა.

ბეჭდვა