ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
14:27 16.08.2019
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან აგრძელებს შეხვედრებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს სამუშაო შეხვედრა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელთან მამუკა არეშიძესთან, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე რუსეცკისთან და საერთაშორისო ფონდი „დიასპორათა ცენტრი საქართველოში“ თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო ცხოიძესთან გამართა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კავკასია, და კერძოდ საქართველო, ისტორიულად, რელიგიური ტოლერანტობის უნიკალურ სივრცეს წარმოადგენდა. აღნიშნა, რომ ეს ტრადიცია კავკასიელი ხალხების ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს და წარმატებით გაგრძელდეს.

შეხვედრისას, საუბარი აგრეთვე შეეხო, დიასპორული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებს. დაიგეგმა, სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიური მხარდაჭერითა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობით სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს შეხვედრაზე მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ბეჭდვა