კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ
მასთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ფაქტები გაიხსენა და შოკისმომგვრელი ინფორმაციაც მიაწოდა.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ მაქვს ამ ინფორმაციის გახმაურების უფლება. კარგი იქნება, თუ ბურჯანაძე თვითონ გაახმაურებს მას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბურჯანაძესთან კონკრეტული შეთავაზებები არ ჰქონია და შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
„გავეცანით ერთმანეთს და მოვახერხეთ ჩვენი შეხედულებების შეჯერება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რაზეც აბსოლუტური თანხვედრა გვქონდა“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები არ დაუსახავთ.
„ქართული ოცნების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეს გუშინ შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა.
