არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხვალ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის
მეოთხე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს, ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
მეოთხე შუალედური ანგარიში 2012 წლის 3 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, რომელშიც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის, ზეწოლის, პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და სხვა ფაქტებია შესული.
ანგარიშში ასევე, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეთათვს მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ ინფორმაცია შედის.
