„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
09:41 20.08.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს წინასაარჩევნო ანგარიშის - „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობადან“ აცნობეს, კვლევა პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ანგარიშში პოლიტიკური პარტიების 2011 წლის ფინანსური დეკლარაციებია განხილული.

კვლევა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. კერძოდ, პირველი თავი პოლიტიკური პარტიების შემოსავლებს, ხოლო მეორე თავი – ხარჯებს მიმოიხილავს.

მესამე ნაწილში კი, კვლევის ძირითადი მიგნებები და ტენდენციებია შეჯამებული. ასევე, წარმოდგენილია არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართება.

ბეჭდვა