პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს საარჩევნოდ
საკუთარი შესაძლებლობები კარგად შეაფასონ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ივანიშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე 1 თვით ადრე ხელისუფლებას მხარდაჭერის 20-21%, ხოლო ნამდვილ ოპოზიციას და არა ხელისუფლების სატელიტ პარტიებს, 7-8% აქვთ.
ივანიშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რას იზამენ საარჩევნოდ.
„მე არ მაქვს უფლება ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდო, რომ არჩვენებში მონაწილეობა არ მიიღონ, ეს ჩემგან უხერხული იქნება. ოპოზიციამ უნდა შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ამის შემდეგ კი, მე უკვე ღია ანალიზს გავაკეთებ და არაფერს აღარ მოვერიდები“- განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მან „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მიერ არჩევნებში მონაწილეობზე უარის თქმა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბურჯანაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას რეალურად უყურებს.
