ივანიშვილის თქმით, რუსთავს მალე თავისი ფუნქცია დაუბრუნდება
ივანიშვილის თქმით, რუსთავს მალე თავისი ფუნქცია დაუბრუნდება
19:57 19.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში მიმდინარე აქციაზე ქალაქის პოტენციალზე ისაუბრა.

ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ქალაქს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და ყველაფერს გააკეთებს, საწარმოების ასამუშავებლად.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დააინტერესებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს, რათა მათი ქალაქში შესვლით რეალური სამუშაო ადგილები გაჩნდეს.

„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ რათა რუსთაველი მეტალურგების, ქიმიკოსების დახმარებით ქართული სოფლისთვის მანქანა-დანადგარების, სარწყავი ინვენტარების, შხამქიმიკატების წარმოება დავიწყოთ“- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსთავში თავმოყრილია პროფესიული ტრადიციები და ცოდნა - გამოცდილება, რაც ახალი თაობის მომზადებაში დიდ როლს ითამაშებს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რუსთავი შესაძლოა, გახდეს პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდები არამარტო თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ სხვადასხვა საწარმოებში შესაბამის პრაქტიკასაც გაივლიან.

კოალიციის ლიდერს მიაჩნია, რომ ახლგაზრდობა, სტუდენტობა, სასწავლო დაწესებულებები და სტუდიები გამოაცხოცხლებს რუსთავს და ახალ ფუნქციას მიანიჭებს ამ ქალაქს.

ბეჭდვა