კალაძე - ივანიშვილისა და ბურჯანაძის შეხვედრა ბურჯანაძის კოალიციაში გაწევრიანებას არ ნიშნავს
კალაძე - ივანიშვილისა და ბურჯანაძის შეხვედრა ბურჯანაძის კოალიციაში გაწევრიანებას არ ნიშნავს
19:20 19.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა კოალიციაში ნინო ბურჯანაძის შესაძლო გაწევრიანებას  არ ნიშნავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა სამტრედიაში კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქამდე ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია ივანიშვილისა და ბურჯანაძის შეხვედრაზე, თუმცა, იგი სიმართლეს არ შეესაბამებოდა და შეხვედრა დღეს პირველად შედგა.

„დღევანდელ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ეს არ ნიშნავს ბურჯანაძის კოალიციაში გაწევრიანებას“ - აღნიშნა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი და ნინო ბურჯანაძე ერთმანეთს დღეს შეხვდნენ, მხარეების ინფორმაციით, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა.


ბეჭდვა