სოზარ სუბარი ნინო ბურჯანაძის პარტიის „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებას გამორიცხავს
სოზარ სუბარი ნინო ბურჯანაძის პარტიის „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებას გამორიცხავს
17:35 19.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარი კოალიციაში ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკარტიული მოძრაობა  "რთიანი საქართველოს“ გაერთიანებას გამორიცხავს.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში სრული პოლარიზებაა, ერთ მხარეს დგას „ერთი მუჭა ნაძირალების გუნდი“, ხოლო მეორე მხარეს - ქართველი ხალხი.

„დღეს თუ ვინმეს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება, ეს არის „ქართული ოცნება“. ამ ბრძოლაში ყოველი პოლიტიკური ძალა, რომელიც შუაში დგას, ხელს უწყობს სააკაშვილს და ხელს უშლის ქართველი ხალხის გამარჯვებას“ - განაცხადა სუბარმა.

მისი აზრით, სწორედ ამის გამო გადადგა ნინო ბურჯანაძემ ნაბიჯი და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

რაც შეეხება „დემოკრატიული მოძრაობისა“ და კოალიციის შესაძლო გაერთიანებას, სუბარი აცხადებს, რომ ეს შესაძლებელი არ არის, რადგან ვინც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იყო, უკვე მის რიგებშია, მათ შორის „სახალხო კრების“ წარმომადგენლები - სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.

ნინო ბურჯანაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა დღეს შედგა. მხარეების ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.



ბეჭდვა