რუსთავში შარტავას მოედანთან მისასვლელი გზა გადაიკეტა
რუსთავში შარტავას მოედანთან მისასვლელი გზა გადაიკეტა
17:25 19.08.2012
რუსთავში ჟიული შარტავას მოედანზე საავტომობილო გზა უკვე გადაიკეტა.

კოლაიცია „ქართული ოცნების“ აქციას სხვადასხვა რაიონებიდან მხარდამჭერების კოლონები უერთდებიან.

ამ დროისთვის აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. კოალიციის აქტივისტები მოედანზე შეკრებილებს „ქართული ოცნების“ მაისურებს, გაზეთებსა და ფლაერებს ურიგებენ.

აქცია დღეს 19.00 საათზე დაიწყება.




ბეჭდვა