ანდრო ბარნოვი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა
ანდრო ბარნოვი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა
16:04 19.08.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანდრო ბარნოვი 2012-2013 სასწავლო წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს უხელმძღვანელებს.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ყოფილმა დეკანმა ნოდარ ბელქანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ანდრო ბარნოვი დეკანის მოვალეობის შესრულებას 2012 წლის 15 აგვისტოდან შეუდგა.

ბეჭდვა