ბურჯანაძესა და ივანიშვილის მიერ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეები კომენტარს არ აკეთებენ
ბურჯანაძესა და ივანიშვილის მიერ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეები კომენტარს არ აკეთებენ
15:22 19.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის  შეხვედრა დაახლოებით ორი საათის წინ შედგა - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

„რა თემებზე იმსჯელეს, ვერ გეტყვით, შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა. არამგონია, რამე თანამშრომლობაზე იყოს საუბარი, ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური შეხვედრის შესახებ განცხადებას ერთ საათში გაავრცელებს.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მოკლე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა.

ბეჭდვა