გურიის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბახმაროში სპეცრაზმია მობილიზებული
გურიის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბახმაროში სპეცრაზმია მობილიზებული
14:05 19.08.2012
ბახმაროში ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული - ამის შესახებ ინფორმაციას „გურია news“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბახმაროს შესასვლელთან ორი სამგზავრო ავტობუსი მიყვანეს, რომელშიც პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმელები იმყოფებიან.

ბახმაროში დღეს ტრადიციული ღონისძიება დოღი იმართება. არსებული ინფორმაციით, დოღზე დასასწრებად კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც მივიდნენ.

დღესვე, ბახმაროში საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებსაც ელოდებიან.

წუხელ გვიან ღამით, ბახმაროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


ბეჭდვა