CNN: ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის ბიზნესგარემოს აზიანებს
CNN: ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის ბიზნესგარემოს აზიანებს
12:49 30.07.2019
ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რაც კი 20 წლის განმავლობაში დაფიქსირებულა, მის ეკონომიკას მკვეთრად არყევს, - ამის შესახებ CNN წერს.

კერძოდ, ინვესტორებისა და ბიზნესმენების შეფასებით, მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც ჰონგ-კონგში მიმდინარეობს, ლოკალურ ბაზარს პრობლემებს უქმნის.

აზიის ფინანსური ცენტრის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პოლ ჩენი თავის ბლოგში აცხადებს, რომ აღნიშნული ინციდენტი ჰონგ-კონგის საერთაშორისო იმიჯსა და ბიზნეს გარემოს აზიანებს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ფონზე საფონდო ბირჟის ინდექსი მკვეთრად დაეცა. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური კრიზისი საგრძნობია.
ბეჭდვა