საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბახმაროს ესტუმრა.
იგი გუშინ გვიან ღამით ადგილზე გაეცნო კურორტის რეაბილიტაციის
ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და ის ობიექტები დაათვალიერა, რომლებიც მალე ამოქმედდება.
პრეზიდენტი მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობისთვის.
ბახმაროში უახლოეს ხანებში იგეგმება კინოთეატრის, სასტუმროს, კაფეს, სპორტული მოედნის, ამბულატორიისა და აფთიაქის, სუპერმარკეტის გახსნა.
გუშინვე, პრეზიდენტი სააკაშვილი გურიაში, შუხუთისა და ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა.
