პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა
13:19 29.07.2019
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.

არჩილ თალაკვაძემ და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და საქართველოში თურქული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო.

თურქეთის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.
ბეჭდვა