პრეზიდენტი ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტზე საუბრობს
პრეზიდენტი ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტზე საუბრობს
18:00 01.03.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ფარმაცევტული ნაწარმის გატანას შუა აზიის, დსთ-ს და აფრიკის ქვეყნებში შესაძლებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ განცხადება მან წეროვანში, ფარმაცევტულ საწარმო "აბიფარმიში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ტიპის საწარმოები ქვეყანაში უნდა მომრავლდეს და საქართველო საექსპორტო ცენტრი გახდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში დღეს ახალი ფარმაცევტული საწარმო "აბიფარმი"დაათვალიერა. იგი სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხით დაინტერესდა.

ბეჭდვა