აკაკი ზოიძე: სამწუხაროა რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სულ უფრო ხშირად გვევლინება მიკერძოებულ მხარედ პოლიტიკურ ველში
აკაკი ზოიძე: სამწუხაროა რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სულ უფრო ხშირად გვევლინება მიკერძოებულ მხარედ პოლიტიკურ ველში
16:12 24.07.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიზე სოციალურ ქსელში წერს, რომ  ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია - ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და მესამე სექტორი, მაგრამ მაშინ, როდესაც მესამე სექტორის მიერ სწორედ ერთ-ერთი მედიასაშუალების დასაცავად მიწერილ წერილში, ჩვენ ვხედავთ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა - „არაფორმალური მმართველი“ - მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე, ვფიქრობ, მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ხელისუფლებისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია - ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და მესამე სექტორი. ხაზს ვუსვამ - მიუკერძოებელი. როდესაც მესამე სექტორის მიერ სწორედ ერთ-ერთი მედიასაშუალების დასაცავად მიწერილ წერილში, ჩვენ ვხედავთ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა - „არაფორმალური მმართველი“ - მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე, ვფიქრობ, მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია.

სამწუხაროდ, ის, რაც ასევე ახასიათებს ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ს, რომელიც არც აცხადებდა უკვე პრეტენზიას მიუკერძოებულობაზე და პირდაპირ წარმოადგენდა პარტიულ ტელევიზიას და პროპაგანდის იარაღს", - წერს აკაკი ზოიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ბეჭდვა