საგარეჯოში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საგარეჯოში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
19:19 18.08.2012
საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში სოფელ მუღალოსა და ქეშალის ინცინდენტის გამო დაკავებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ქამარად მამედოვის  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქამარად მამედოვი 17 აგვისტოს დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულის ადვოკატს ბრალდებულთან წინასწარი შეხვედრის საშუალება არ ჰქონდა, მოსამართლემ კი არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რათა ის მამედოვს საქმის შესახებ გასაუბრებოდა .

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „მოსამართლე ცისანა სირბილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ადვოკატის შუამდგომლობას იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებდა თუ მას ამის ნებას პოლიცია დართავდა. პოლიციის თანამშრომლებმა კი მოსამართლეს არ მისცეს უფლება აღნიშნული შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა.“

ბრალდებულ ქამარად მამედოვს ბრალი 146-ე მუხლით აქვს წაყენებული, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


ბეჭდვა