პოლიტიკური პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს მოუწოდებს, რომ
ქობულეთის მოსახლეობას ბანკებიდან აღებული კრედიტები ერთი წლის ვადით გადაუვადოს.
ჯავახიძის თქმით ბანკებსა და ქობულეთის მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემების საკითხში მთავრობა უნდა ჩაერიოს და ერთგვარი მედიატორის როლი უნდა შეასრულოს.
მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხი ქობულეთის მოსახლეობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
„მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსთვის" ძირფესვიანად გამოიკვლია აღნიშნული საკითხი და შეისწავლა 400 ქობულეთელის მდგომარეობა, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ. ისინი კერძო საკუთრების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. მოსახლეობა საქართველოს პრემიერთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვს“-განაცხადა ჯავახიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
