„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცხეთის, დუშეთისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცხეთის, დუშეთისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
15:49 18.08.2012
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მცხეთის, დუშეთისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც „ნიუსპრესს“ მმართველი პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მცხეთის მაჟორიტარობისთვის ანდრო კალანდაძე იბრძოლებს, დუშეთში „ნაციონალების“ კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი, ხოლო დედოფლისწყაროში - ყოფილი სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი იქნება.

მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩეველს პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

ანდრო კალანდაძე ამ დრომდე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ოტიაშვილი - დუშეთის საკრებულოს წევრი იყო.



ბეჭდვა