„თეთრების“ ლიდერი სააკაშვილის მიერ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვას „ნაცმოძრაობის“ პიარ-პროპაგანდის ნაწილს უწოდებს
„თეთრების“ ლიდერი სააკაშვილის მიერ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვას „ნაცმოძრაობის“ პიარ-პროპაგანდის ნაწილს უწოდებს
11:52 18.08.2012
პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვას  მმართველი პარტიის პიარ-პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.

როგორც თემურ შაშიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის პოლიტიზებას ცდილობს და ამას ზღვარგადასული სითავხედით „ხალხზე ზრუნვას“ უწოდებს.

„პატრიარქის კურთხევის გარეშე აღმართო ჯვარი, აქციო ეს საკუთარი პარტიის პიარ-პროპაგანდის ნაწილად, შეურაცხჰყო და არარად ჩააგდო მამუკა ასლანიკაშვილის ხსოვნა - ვისი უშუალო ინიციატივითაც ბაგრატის აღმშენებლობა დაიწყო, სწორედ რომ ზღვარგადასული მკრეხელობაა“- ნათქვამია განცხადებაში.

ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონია გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. ის სასულიერო პირებთან ერთად, ტაძრის გუმბათზე ავიდა და ჯვრის აღმართვის პროცესში ჩაერთო.

ბეჭდვა