ნიკოლოზ მეტრეველი: თამამად შეგვიძლია ვთქვა, ქართული სასამართლო დღეს ნატოში შევიდა
ნიკოლოზ მეტრეველი: თამამად შეგვიძლია ვთქვა, ქართული სასამართლო დღეს ნატოში შევიდა
13:58 18.07.2019
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არცერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ქართული სასამართლო დღეს ნატოში შევიდა!“ - წერს ნიკოლოზ მეტრეველი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.
ბეჭდვა