საქართველოში მარიხუანის ლეგალიზება არ მოხდება
საქართველოში მარიხუანის ლეგალიზება არ მოხდება
17:31 01.03.2012
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მარიხუანის ლეგალიზებას არ ეთანხმებიან.

ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბარი დღეს საკანონმდებლო ორგანოს სამი კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გარკვეული საუბარი იყო ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებაზე, რასაც იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

თოიძის თქმით, არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი, ისევე როგორც არ არსებობს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მძიმე და მსუბუქი დანაშაული.

"მსუბუქი დანაშაულიდან მძიმე დანაშაულამდე ერთი ნაბიჯია", - განაცხადა ოთარ თოიძემ.


ბეჭდვა